საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღის განმავლობაში, 20 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსული ინფექციით 233 879 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 223,276 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 2,666 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14,839 ტესტი, მათ შორის 8,253 სწრაფი ანტიგენის ტესტი და 6,586 PCR ტესტი.