საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არსებული სახით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონი, თუმცა დაზუსტდება გრძელდება.

კობახიძის თქმით, „სათითაოდ არის გავლილი თითოეული მუხლი და თითოეული ნაწილი იმისათვის, რომ რისკები დაზღვეული იყოს“.

„მათ შორის შეფასებულია ინდივიდუალურად, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სეგმენტის განთავისუფლებას. შესაბამისად, რისკების აწონ-დაწონვა იყო ამ კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე. დღეს საბოლოო სურათი კიდევ დაზუსტდება, მაგრამ რაც ახლანდელი მოცემულობაა, სანამ მეორე მოსმენით საბოლოოდ იქნება მიღებული, არსებული სახით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონი. დაზუსტდება გრძელდება და ვნახოთ, რა იქნება საბოლოოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 16 დეკემბერს დარეგისტრირდა.