ასპინძაში, მდინარე მტკვარში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია.
როგორც ავრცელებს TV9 მამაკაცი სახლიდან გუშინ, 23 თებერვალს დილით გავიდა. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცხედარს კი ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს.
“გუშინ, საღამოს ხუთი საათის შემდეგ ეძებს მთელი სოფელი. შვილს აქვს მძიმე დაავადების დიაგნოზი, არაფერს გამოვრიცხავ, შეიძლება ამ ამბავს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, შეიძლება უბრალოდ ჩავარდა. ძალიან მშრომელი კაცი იყო”,-ამბობენ სოფელში.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.