COVID-19-მა ყველასტვის მოულოდნელი დღის წესრიგი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის პირველი ტალღის დროს ახალქალაქში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები არ იყო, და მეორე ტალღამდე პრევენციაზე მუშაობისა და მომზადებისათვის დიდი დრო იყო, ვირუსმა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში შეაღწია, იმოქმედა სამუშაო დღის წესრიგზე, თანამშრომლებზე, ბიუჯეტზე.

ახალქალაქი: როცა ეპიდემია დაიწყო

დღეს ახალქალაქის შენობებსა და ხალხმრავალ ადგილებში დეზინფექციას აღარ ატარებენ, როგორც ეს მარტ-აპრილში იყო. ბევრი დაწესებულება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ხალხი ცდილობს პირბადეები ატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. თუმცა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, გარკვეულწილად შეეჩვია COVID-19-თან თანაცხოვრებას.

აქაც ისევე, როგორც მთელ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი ზომები მარტიდან დაიწყო. ახალი წესები ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით წესდებოდა. დისტანციურ მუშაობაზე თავდაპირველად ადგილობრივი თვითმმართველობა გადავიდა, სომხეთთან და თურქეთთან საზღვრები დაიკეტა. ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა მუნიციპალური დაწესებულებები. შემდეგ დაიკეტა მაღაზიები, სურსათის და ტანსაცმლის ბაზრობის გარდა. ქორწილების გადახდა შეწყდა. აღარ ტარდება ხალხმრავალი დაკრძალვები, როგორც ეს ადრე იყო.

dezinfekcya

ახალქალაქის ქუჩების დეზინფექცია. 2020 წლის აპრილი

დაწესებულებებში სამედიცინო პირბადის გარეშე შესვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ ქუჩაში მისი ტარება არ იყო სავალდებულო. ხალხს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებდა, ათი დღის განმავლობაში ქუჩები ცარიელი იყო, 17-დან 27 აპრილამდე ავტომანქანების გადაადგილებაზე აკრძალვა მოქმედებდა, მოსახლეობა შეწუხებული იყო, თუმცა პირველი ჯარიმების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ყველა მითითებას და რეგულაციას იცავდნენ.

ჯავახეთის მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე რეგულაციებისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიტანის აუცილებლობაზე ხელისუფლებაში მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც ვირუსი COVID-19 ქვემო ქართლში გამოჩნდა, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ამის შემდეგ, რეკომენდაციები სომხურ ენაზეც გავრცელდა, გუბერნიამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვიანებით, მაგრამ მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე მიაწვდინეს ხმა ცვლილებებსა და რეგულაციებზე.

რას აკეთებდა და რის გაკეთება შეეძლო ადგილობრივ ხელისუფლებას

ეპიდემიის საწყის ეტაპზე ახალქალაქში ყველაზე მეტად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეშფოთდნენ. დანარჩენ ნაწილს სიტუაციის სერიოზულობის აღქმა არ სურდა და იმედოვნებდა, რომ ეს მალე გაივლიდა. ამასობაში, კორონავირუსი მთელ მსოფლიოს მოედო, პრევენციის ზომები და შეზღუდვები მკაცრდებოდა. ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მუშაობაში კორექტივები კორონავირუსმა 2020 წლის მარტში შეიტანა. თუმცა, ახალი იყო დეზინფექცია და ინფორმირება. თვითმმართველობის ორგანოებმა დეზინფექცია ჩაატარეს საკუთარ დაწესებულებებში და პერიოდულად ხელისუფლების მიერ გამოცხადებული პრევენციული ზომების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდნენ. ამასთანავე ეს კეთდებოდა, როგორც მედიით, ისე ქალაქის ქუჩებში და სოფლებში საყვირების საშუალებით. მარტში მერიამ ახალქალაქის სერვისცენტრს თანხა გამოუყო, რათა ცენტრს ახალქალაქის ქუჩების ხალხმრავალ ადგილებში დეზინფექცია ჩაეტარებინა.

თავიდან დაზარალებულების დასახმარებლად სოციალური პაკეტის შეცვლას ადგილობრივი ხელისუფლება არ ჩქარობდა. თუმცა, ისინი ინიციატივით წარდგნენ და მეწარმეებს გაჭირვებულების დახმარებისკენ მოუწოდეს. აღნიშნული ინიციატივა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა, დაახლოებით 7-8 მეწარმე ურიგებდა გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებს. ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, პარტია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლებთან ერთად აწვდიდნენ (პირველ რიგში სოციალური ქულების მიხედვით) გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებს. ასევე, შტაბიდან და მერიიდან მერიის ავტომანქანებით მოხალისეების დახმარებით პროდუქტების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ. ზოგიერთმა ბიზნესმენმა თვითონ მიუტანა დახმარება ადრესატებს.

2020 წლის ივნისში მერია გაჭირვებულებისთვის თითო ტომარა (50 კგ) ფქვილის დარიგების ინიციატივით გამოვიდა. საბოლოოდ 20 516 ლარის ფქვილის შეძენაზე ტენდერი გამოცხადდა. თითო ტომარა ფქვილი მიიღეს გაჭირვებულმა ოჯახებმა, სია სოფლებში მერის წარმომადგენლების დახმარებით შედგა.

დეკემბერში მუნიციპალიტეტის სოციალურ პაკეტში ცვლილებები შევიდა. 82 900 ლარი განაწილდა სხვადასხვა სოციალური პროგრამის 358 ბენეფიციარის ერთჯერად დახმარებაზე, კორონავირუსის გამო შექმნილი რთული სოციალური ვითარების გადალახვის მიზნით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოციალურ პაკეტში პირველად იყვნენ ჩართულნი ნახევრად ობლები (რომლებსაც ერთი მშობელი არ ჰყავთ).

ჯანდაცვის ექსპერტის, ექიმის დავით გზირიშვილის აზრით, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები არ იჩენდნენ ინიციატივას, ელოდებოდნენ მითითებებს ზემოდან. ისინი სათანადოდ არ იყვნენ ჩართულნი ვირუსის მართვის პროცესში. მისი თქმით, არსებობს ადგილობრივი ხელისუფლებების დამოუკიდებლად ეფექტიანი მუშაობის მაგალითები, რომლის შესახებაც სხვა თვითმმართველობებმაც უნდა გაიგონ.

“მაგალითად, ხომ შეეძლოთ, თუნდაც, ადგილობრივი ცხელი ხაზის ორგანიზება? ახლაც კი, შეიძლება ამის გაკეთება. აუცილებელი რომ არ იყოს “112”-ში დარეკვა. ადამიანთა ჯგუფი, რომ ყოფილიყო, რომელიც რჩევებით დაგვეხმარებოდა, არ არის აუცილებელი ექიმი იყოს. ახლა ცხელ ხაზზე ფსიქოლოგები უნდა მუშაობდნენ, რადგან ძირითადი ზარები პანიკურია. ამის გაკეთება ადგილზე შეიძლებოდა”.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი დავით გზირიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ინიციატივა, ისინი ზემოდან ელოდებოდნენ ბრძანებას, არც ცენტრალური ხელისუფლება გადიოდა კონსულტაციას ადგილობრივებთან, იმ გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ, რომლებიც ადგილობრივ დონეზე უნდა განხორციელებულიყო.

”ნდობა მოქალაქეებს შორის, მოქალაქეების ნდობა ხელისუფლებისადმი, არა ბრმა ნდობა, არამედ გაერთიანების უნარი, იძულებით რამის კეთება კი არა. იაპონია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ჩრდილოეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ამის შესანიშნავი მაგალითია. ეს კულტურის ფაქტორია და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი – დეცენტრალიზაცია. ეს არის ის ქვეყნები, სადაც ხელისუფლება უფრო ახლოს არის ხალხთან, ხდებიან ხალხს. ევროპაში ყველაზე წარმატებული ქვეყნებია გერმანია და შვეიცარია. იქ პოლიტიკური ხელისუფლება ყველას სთხოვს ნიღბების ტარებას, მაგრამ არ სჯის. რატომ არ შეუძლიათ რეგიონებში,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების თანამშრომლებს დაავალდებულონ ყველა, ატარონ ნიღბები, ” – განაცხადა დავით გიზირიშვილმა ინტერვიუში.

ეპიდემიის საშემოდგომო გამწვავება, ვირუსმა ადგილობრივ ხელისუფლებამდე მოაღწია

IMG_5811

მერიის 12-თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთ-ერთი მას შემდეგ დაიღუპა, რაც COVID-19 გადაიტანა

წლის დასაწყისში, ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა, ჯავახეთში კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული, თუმცა აგვისტოს ბოლოს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და COVID-19-ის გავრცელების ერთ-ერთი კერა ადგილობრივი ხელისუფლება გახდა. გარდა იმისა, რომ თანამშრომლები დაავადდნენ, საერთო ჯამში ზოგიერთ განყოფილებაში სამუშაო პროცესი შეფერხდა.

ახალქალაქის მერის, იური უნანიანის თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დისტანციურ მუშაობაზე გადასვლით ვერ ახერხებდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ზოგიერთი მათგანის დასრულება ვერ მოხერხდა და მომავალი წლისთვის გადაიდო.

“ჩვენ დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ უფლება გვაქვს, თანამშრომელთა 30% მერიაში იყოს, რათა მთლიანად არ დავინფიცირდეთ. რა თქმა უნდა ეს სიტუაცია ხელს გვიშლის, რაზეა საუბარი. რამდენად კარგადაც არ უნდა შევძლოთ სამუშაოს ორგანიზება, 100%-იან და 30%-იან მონაწილეობაში განსხვავება არის. ოფიციალურად, ტესტირებამ აჩვენა, რომ დაახლოებით 12 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ თუკი ერთ ადამიანს უვლინდება, ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ადამიანი კონტაქტში იყო, ისინი თვითიზოლაციაში გადადიან. პირველი, ალბათ, მე არ ვყოფილვარ, დაავადებულები იყვნენ და ამას მალავდნენ. მოგვიანებით მითხრეს, რომ ავად იყვნენ, როცა სამსახურში მოდიოდნენ, რის გაკეთებაც არ შეიძლებოდა, “- ამბობს იური უნანიანი.

მერიაში პირველი დადასტურებული შემთხვევა თვითონ მერს ჰქონდა. მას პნევმონია ეწყებოდა და ექიმის რჩევით, 12 დღის განმავლობაში სტაციონალურ მკურნალობაზე გადავიდა.

Zasedanie

საკრებულოს დეპუტატების დაახლოებით 70%-მა გადაიტანა ვირუსი, მაგრამ ლაბორატორიულად ყველა დადასტურებული არ იყო

ჯანდაცვის ექსპერტის, დავით გზირიშვილის აზრით, საქართველოში აბსოლუტურად არ არსებობს იმის გაგება, ვინ, სად არის “უფროსი”.

”ისინი ადგილზე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს შესანიშნავად იღებენ. ზოგიერთი სოციალური ღონისძიების ჩათვლით. მაგალითად, ჩვენ თუ დავუხურებით, ვინ ვის დაეხმარება? სისტემა მზად არის, დახურვის შემთხვევაში, უზრუნველყოს ხალხის ძირითადი მომსახურება. არა მგონია, რომ ეს საკითხები ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე აქტიურად განიხილებოდა, ჩემი აზრით ეს მათი კომპეტენციის სფეროა, ”- ამბობს გიზირიშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციაინი ეპიდემიის საკითხში ცენტრალური ხელისუფლებისადმი დამორჩილებას ხსნის იმით, რომ სიტუაცია არაორდინალური იყო.

გრძელვადიანი პრობლემები CОVID-19 -სგან – დეფიციტური ბიუჯეტი

Seda Melkumyan

სედა მელკუმიანი, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი, ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის დროს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

ახალქალაქის მერიის ფინანსთა სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ხელისუფლების ვარაუდით მოსალოდნელია სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის 7.50%-ით შემცირება, შესაბამისად ეს მუნიციპალურ ბიუჯეტზეც აისახება.

შემოსავლების დანაკარგის ყველაზე დიდი ნაწილი – ეს სათამაშო ბიზნესის გადასახადებია. წელს 680 000 ლარის მიღება იგეგმებოდა, მაგრამ 78 000 ლარი მიიღეს.
“რადგან მუნიციპალური დაწესებულებები კორონავირუსის გავრცელების და ლოქდაუნის გამო არ მუშაობდნენ, დაიზოგა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსები, რომლებიც ამ დაწესებულებებმა ადგილობრივ ბიუჯეტს დაუბრუნეს. გამოდის, კორონავირუსის დროს დაზოგილი თანხით დეფიციტი დაიფარება, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ამ დეფიციტს არ დაფარავს. დეფიციტის კონკრეტულად რა პროცენტს დაფარავს ეს დაზოგილი სახსრები,  ჯერ არ ვიცით, რადგან 9 თვის მონაცემები გვაქვს. ამ გამოთვლებით დაახლოებით 800 000 ლარის დეფიციტი გვაქვს. შესაძლებელია დარჩენილი 3 თვის განმავლობაში ეს თანხა შემცირდეს. ყველა მონაცემი იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი, რადგან დეკემბერში ჯერ კიდევ იხდიან გადასახადებს,” – ამბობს მკრტიჩ მღდესიანი.

COVID-19-მა ასევე 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებაზე იმოქმედა, მართალია ცვლილებები მცირეა, თუმცა ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ცენტრისთვის გათვალისწინებულ გადასახადებში 8000 ლარი დაემატა ვირუსთან ბრძოლას, ხოლო მერიისა და საკრებულოს მედიკამენტების გადასახადების პუნქტში, რომელშიც ყოველ წელს სიმბოლურად 100 ლარი იყო გამოყოფილი, 2021 წლის ბიუჯეტში მერიისთვის 4000 ლარის და საკრებულოსთვის 3000 ლარის დანახარჯი გამოვლინდა.

როგორც ეპიდემიოლოგები ეპიდემიის დაწყებისას ამბობდნენ, კორონავირუსთან ცხოვრებას მიეჩვიენ. ყოველი ორგანიზაცია მუშაობის სტრატეგიას COVID-19-თან შეგუებული ახალი ცხოვრების მიხედვით  ცვლის. რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლებაც შეეჩვია ვირუსთან ერთად ცხოვრებას და მუშაობას, მაგრამ ვირუსის მართვის პროცესში სრულყოფილად ჩართულნი არ იყვნენ…