“კრედიტინფოს”- საკრედიტო აღრიცხვის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში კრედიტებით 1,8 მლნ. ადამიანი სარგებლობს, ხოლო მათთვის გაცემული კრედიტების საერთო თანხა 27 მლრდ. ლარს შეადგენს. 2019 წლის ბოლოსთან შედარებით მაჩვენებელი 3,5 მლრდ. ლარით გაიზარდა.
ამასთანავე მიმდინარე წლის განმავლობაში კრედიტებით მოსარგებლე მომხმარებლების რაოდენობა 4,7%-ით გაიზარდა და 81 564 ადამიანზე იმატა. გადავადებული კრედიტები ბანკების საერთო პროფილების 5,9%-ს შეადგენს, მიკროსაფინანსო სექტორებში ეს მაჩვენებელი მაღალია- 18%.
საბანკო კრედიტების საშუალო თანხა 15 700 ლარს შეადგენს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა- 3000. კრედიტების 89% უწევს ბანკებს, 11% სხვა ტიპის საკრედიტო ორგანიზაციებზე ნაწილდება.