ახალქალაქის მოსახლეობა თვლის, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის დაწესებული დანახარჯების მინიმალური ბარიერი ძალიან დაბალია. მაღალმთიანობის მკაცრ პირობებში უფრო მეტი ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია იხარჯება. თუმცა, კომუნალურების სუბსიდირების პროგრამის გადახედვა არ არის გათვალისწინებული.
თუკი ჯავახეთში ოჯახი 200 კუბამეტრზე მეტ ბუნებრივ აირს და 200 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას იყენებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სრულადაა უზრუნველყოფილი. აქ გათბობის სეზონი 9 თვის განმავლობაში გრძელდება. ხანდახან სიცივე -28 გრადუსს აღწევს.
გათბობის სეზონზე საშუალო სტატისტიკური ოჯახი დაახლოებით 300 კუბამეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს.
ახალქალაქის მოსახლეობა წარდგენილ სახელმწიფო შეზღუდვებს მიეგება, თუმცა მალევე გაიგო, რომ მკაცრი კლიმატური პირობების გამო შეზღუდვებით სარგებლობა არ შეუძლია, ხალხი შეწუხდა და უსამართლობად მიიჩნია ის, რომ კორონავირუსის გამო მთელი ქვეყანა შეწუხებულია, ხოლო კომუნალური შეღავათებით სარგებლობა მხოლოდ ზოგიერთს შეუძლია.
“ჩვენ გასულ ჯერზეც ვერ მოვხვდით შეღავათებში, არც ელექტროენერგიის და არც ბუნებრივი აირის შეღავათი შეგვეხო. სახლში პატარები გვყავს, შეღავათებით სარგებლობისთვის არ შეგვიძლია დავზოგოთ. ზამთარი ჩვენთან ცივია, ჩვენ მაისშიც ვერ მოვხვდით შეღავათებში. მე ვთვლი, რომ ეს უსამართლობაა, ამჟამად მე კი ვმუშაობ, თუმცა ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია”,- ამბობს ქალაქის მცხოვრები მარაბიანი.
ქალაქ ახალქალაქის სხვა მცხოვრები ყვება, რომ ისინი ყოველ დღე ადევნებენ თვალყურს მრიცხველს, რათა დაწესებულ 200 კუბამეტრს არ გადააჭარბონ და შეღავათში მოხვდნენ.
“ხანში ვართ შესული, შეგვიძლია დაზოგვა, სახელმწიფო შეღავათებში ვხვდებოდით, მაგრამ ვთვლი, რომ თუკი ეს დახმარება სახელმწიფოსია, ყველა თუ არა, მოსახლეობის ნახევარი მაინც უნდა სარგებლობდეს დახმარებით”,- თქვა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
ნინო ინასარიძე ამბობს, რომ, როგორც კი არ უნდა ეცადოს, შეღავათში ვერ ხვდება და ფიქრობს, რომ ჩვენს რეგიონში ზამთარში ამ პროგრამაში მოხვედრა რთულია.
“ნოემბერში შემთხვევით ელექტროენერგიის შეღავათებში მოვხვდი, ნორმაზე 2 კილოვატით ნაკლები დავხარჯე, ბუნებრივი აირის შეღავათებში მოხვედრა ვერ მოვახერხეთ. რაც შეღავათები არის, ვერცერთხელ ვერ ვისარგებლეთ. ვფიქრობ, ჩვენს რეგიონში ძალიან ცოტა ხალხი ისარგებლებს, წელს ნოემბერში თბილოდა და ბევრმა ისარგებლა შეღავათით, მაგრამ ამ თვეში მათი რაოდენობა შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ, არ დავიკეტე, ხალხი არ მოდის, ისინი სახლში სხედან, დახმარება არ გვაწყენდა”,- ამბობს ნინო ინასარიძე.
“უკეთესი იქნებოდა, რამე გარკვეული თანხა სახელმწიფოს გადაეხადა, დანარჩენს თავად მოსახლეობა გადაიხდიდა. ჩემი ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ნოემბერში შეღავათებში მოხვდა, მაგრამ დეკემბერში ცივა, დაზოგვა შეუძლებელია. ბავშვები სახლში არიან, სკოლაში რომ ევლოთ, შევძლებდი დღის საათებში გათბობის გამორთვას, მაგრამ ბავშვები სახლში დისტანციურად სწავლობენ”,- ამბობს ქალაქის მცხოვრები კარინე.
JNEWS-მა სახელმწიფოს ცხელ ხაზზე დარეკა, რათა გაეგო განიხილება თუ არა მაღალმთიანი რეგიონებისათვის გამონაკლისის გაკეთება.
ჩვენ შემდეგი პასუხი გაგვცეს:
“აღნიშნული განკარგულება საქართველოს მთლიან მოსახლეობას ეხება, რომლებიც 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს და 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მაღალმთიანი რეგიონებისათვის ცალკე არაფერი განიხილება”.
2020 წლის ნოემბერში ახალქალაქში ბუნებრივი აირის შეღავათებით აბონენტების 58%-მა ისარგებლა, ხოლო ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდიაზე ჯავახეთის აბონენტების 62%-მა მიიღო. თუმცა აღსანიშნავია, რომ სუბსიდიებით მოსარგებლეთა პროცენტი დანარჩენ თვეებში მკვეთრად შემცირდება, რადგან ჰაერის ტემპერატურაც შემცირდა.
ჯავახეთის მოსახლეობას დარჩენია, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ქვითრებს გულის კანკალით ელოდოს და მაქსიმალურად ეცადოს დაზოგოს მოხმარება.