საქართველოს ხელისუფლების 2021-2024 წლების პროგრამაში ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსი რკინიგზის პროექტზე, როგორც უმსხვილეს სატრანსპორტო პროექტზე საუბრობენ.

დოკუმენტში აღინიშნება, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ქვეყანა დამატებითი სატვირთო ნაკადის მოზიდვას შეძლებს.

“საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაცია და რეგიონალური თანამშრომლობა ტრანზიტული დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას განაგრძობს. სამუშაოები იგეგმება პარტნიორ ქვეყნებთან დერეფნის ციფრულ ფორმირებაში. ამისათვის გათვალისწინებულია ციფრული პლატფორმა ეფექტურობის და საქართველოს გავლით მდგრადი სატვირთო გადაზიდვების უზრუნველყოფის ამაღლებისათვის”,- ნათქვამია დოკუმენტში.

ხელისუფლების პროგრამის თანახმად, საქართველოში რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების წილის გაზრდის მიზნით გრძელდება კონტეინერული გადაზიდვების განვითარების სამუშაოები.

ასევე აღინიშნება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება შეამცირებს დროს, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვისათვის არის საჭირო.

განიხილება ბაქო-ნახიჩევანი-თურქეთის რკინიგზის ბაქო-თბილისი-ყარსთან ინტეგრაციის შესაძლებლობა. მას შემდეგ, რაც ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის შესახებ გამოცხადდა, ზოგიერთმა ექსპერტმა ჩათვალა, რომ საქართველო რკინიგზის აბრეშუმის გზის გარეთ აღმოჩნდება. თუმცა, ლოგისტიკის სფეროში ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ჩვენს ქვეყანას მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, და კონკურენციის შესაძლებლობა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის დასუსტება მცირეა.

ექსპერტები თვლიან, რომ იმისათვის, რომ საქართველო აბრეშუმის გზის რუკაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ დარჩეს, ყარსის რკინიგზაზე ერთობლივი მეწარმეობის შექმნაა საჭირო, როგორც ეს აზერბაიჯანთან შეთანხმებაშია გათვალისწინებული.

მასალა bizzone.info-დან