შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 974 ფაქტი გამოვლინდა. აქედან 870 პირი 20 ლარით დაჯარიმდა (დაახლოვებით 6 დოლარი) პირბადის ტარების რეგულაციის დარღვევის გამო.
კარანტინისა და იზოლაციის დარღვევის ფაქტზე, სანქციები 104 მოქალაქეს შეეხო. უწყების თანახმად, აქ შედის ასევე ის პირები, რომლებმაც “კომენდანტის საათი” დაარღვიეს და 2 000 ლარით (დაახლოვებით 600 დოლარს) დაჯარიმდნენ.
“საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს”,-ნათქვამია უწყებაში.