შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოავლინეს.

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით (დაახლოვებით 600 დოლარი), ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.