სომხეთში კორონავირუსის 978 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 141 937-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციის თანახმად გამოჯანმრთელდა 730 პაციენტიდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 116 796 შეადგენს.
კორონავირუსის დაავადებით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 17 ადამიანი გარდაიცვალა, შესაბამისათ, COVID-19-ის ინფექციით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2326 ფიქსირდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად სხვა, თანმხლები დაავადებებისგან გარდაიცვალა 19 პაციენტი, ჯამში ეპიდემიისგან გარდაცვლილთ რაოდენობა 588-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სტაციონარულ მკურნალობას ამჟამად 22 227 პაციენტი გადის, ხოლო ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობა 528 876 შეადგენს (2728 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში).