კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევიდან 2,157 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, 417 აჭარაში და 537 იმერეთში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კონავირუსით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ, 1012 ადამიანია გარდაცვლილი.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მაჩვენებლები შემდეგია: 2,157 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, 417 – აჭარაში, 537 – იმერეთში, 190 – ქვემო ქართლში, 137 – შიდა ქართლში, 78 – გურიაში, 159 – სამეგრელოსა და ზემო სვანეთში, 140 – კახეთში, 89 – მცხეთა-მთიანეთში, 40 – სამცხე-ჯავახეთში, 14 – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ”- განაცხადა სიჭინავამ.
ამ დროისთვის 881 მძიმე პაციენტია, მათ შორის 406 თბილისში, 147 აჭარაში და 201 იმერეთში, საიდანაც 330 ხელოვნურ სუნთქვაზეა, 161 თბილისში, 60 აჭარაში და 41 იმერეთში.