ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიაში ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნის დღე გაიმართა.
დღეს, 22 ნოემბერს, ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიაში ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნის მსახურება შედგა. ლიტურგია მამა ნარეკ ტიგრანიანმა ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარკისიანი და სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II ამ დღეებში მოწოდებით წარდგნენ, რათა 22 ნოემბერს გმირთა ხსოვნის დღედ გამოცხადდეს, ყარაბაღის ომში სამშობლოს დაცვისათვის დაიღუპულთა მოხსენიებისათვის.