საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს.

ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტომაგისტრალის დანარჩენ მონაკვეთებზე (კმ1-კმ93, კოდა-აიაზმა) მოძრაობა თავისუფალია.