მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი გაუფასურდა.

უფრო კონკრეტულად „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, კვირის დინამიკას:

6 აპრილს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იმ დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1140 ლარი გახდა. მაშინ, როცა იმ დღეს მოქმედი კურსი 3.1150 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0010 ლარი შეადგინა.

7 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0005 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.1153 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0013 ლარი შეადგინა.

8 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6965 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0005 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.1519 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0366 ლარი შეადგინა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0010 ლარით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0379 ლარით გაუფასურდა.

ინფორმაციისთვის, 9 აპრილსა და 10 აპრილს ოფიციალური დასვენების დღეები იყო, შესაბამისად, ამ დღეებში 8 აპრილს დადგენილი კურსი მოქმედებდა.