გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, მოცემულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების დონე მაღალია.
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების შესაბამისად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების მაღალი რისკია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებელი გავლის რეჟიმში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.