მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალია. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 725 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.52%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 74.6 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 1.69%-ით შემცირებული ფასია.

რა ღირს 1 გრამი ოქრო დ­ა ვერცხლი საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ფასი 411 ლარის ფარგლებში ღირს, 750-სინჯიანი – 308 ლარის ფარგლებში, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 240 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი დაახლოებით 7 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.50 ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი.