ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების უმეტესობაზე საწვავი კვლავ გაძვირდა. ბოლო 4 დღის განმავლობაში ფასმა 5-დან 15 თეთრამდე მოიმატა. შედეგად, 9 მარტიდან დღემდე, საწვავის ფასი 32-დან 90 თეთრამდეა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია შეფერხდა. ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი სწორედ ამ სრუტეზე მოდიოდა. აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ, სრუტეში მიმოსვლა პრაქტიკულად შეწყდა, რამაც გავლენა იქონია „შავი ოქროს“ მსოფლიო ფასებზე.

თუმცა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორკვირიანი შეთანხმება გამოაცხადა, ნავთობის ფასი ბარელზე რეკორდულად დაეცა.

კერძოდ, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები დაახლოებით 16%-ით შემცირდა და ბარელზე 93 დოლარი შეადგინა. ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასი კი 14%-ით დაეცა და დაახლოებით 96 დოლარი გახდა.

გამოცემა „BusinessPressNews“ დაინტერესდა საწვავის მიმდინარე ფასებით საქართველოში, სადაც მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება მყისიერად აისახა: 9 მარტიდან 3 აპრილამდე საწვავის ფასი 32-დან 90 თეთრამდე გაიზარდა.

გთავაზობთ მონაცემებს საწვავის მიმდინარე ფასების შესახებ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე და ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ შეიცვალა ღირებულება ქვეყანაში ფასების ზრდის დაწყებიდან: (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 7 მარტის მდგომარეობით არსებულ მონაცემებთან).

Gulf (მატება 46-დან 84 თეთრამდე) (ბოლო დღეებში ფასები არ შეცვლილა)

  • G-Force Super – 3,99 ლარი (მანამდე 3,53 ლარი), გაძვირდა 46 თეთრით;
  • G-Force Premium – 3,59 ლარი (მანამდე 3,07 ლარი), გაძვირდა 52 თეთრით;
  • G-Force Euro Regular – 3,45 ლარი (მანამდე 2,97 ლარი), გაძვირდა 48 თეთრით;
  • ევრო რეგულარი – 3,43 ლარი (მანამდე 2,92 ლარი), გაძვირდა 51 თეთრით;
  • G-Force Euro Diesel – 3,97 ლარი (მანამდე 3,13 ლარი), გაძვირდა 84 თეთრით;
  • ევრო დიზელი – 3,87 ლარი (მანამდე 3,35 ლარი), გაძვირდა 52 თეთრით.

Wissol (ბოლო 4 დღეში ყველა სახის ბენზინი 6 თეთრით, ხოლო დიზელი 10 თეთრით გაძვირდა — საერთო მატება 44-დან 69 თეთრამდე)

  • Eco Super – 3,98 ლარი (მანამდე 3,54 ლარი), გაძვირდა 44 თეთრით;
  • Eco Premium – 3,58 ლარი (მანამდე 3,12 ლარი), გაძვირდა 46 თეთრით;
  • Eco Diesel – 3,92 ლარი (მანამდე 3,23 ლარი), გაძვირდა 69 თეთრით;
  • ევრო დიზელი – 3,87 ლარი (მანამდე 3,18 ლარი), გაძვირდა 69 თეთრით;
  • ევრო რეგულარი – 3,43 ლარი (მანამდე 2,97 ლარი), გაძვირდა 46 თეთრით.

Socar (ბოლო 4 დღეში ბენზინი 5 თეთრით, ხოლო დიზელი 15 თეთრით გაძვირდა — ჯამში 32-დან 82 თეთრამდე მატება)
Nano Super -3,87 ლარი (იყო 3,55 ლარი), გაძვირდა 32 თეთრით;

 

  • Nano Premium – 3,55 ლარი (მანამდე 3,11 ლარი), გაძვირდა 44 თეთრით;
  • Nano Euro Regular – 3,39 ლარი (მანამდე 2,95 ლარი), გაძვირდა 44 თეთრით;
  • ევრო 5 სტანდარტის დიზელი – 3,80 ლარი (მანამდე 2,99 ლარი), გაძვირდა 81 თეთრით;
  • Nano Euro 5 დიზელი – 3,90 ლარი (მანამდე 3,08 ლარი), გაძვირდა 82 თეთრით.

Rompetrol (ბოლო 4 დღეში Super-ის მარკის ბენზინი 6 თეთრით გაძვირდა, Premium 10 თეთრით გაიაფდა, ხოლო დიზელი 10 თეთრით გაძვირდა – საერთო მატება 28-დან 80 თეთრამდე)

  • Efix Super – 3,99 ლარი (მანამდე 3,59 ლარი), გაძვირდა 40 თეთრით;
  • Efix Euro Premium – 3,43 ლარი (მანამდე 3,15 ლარი), გაძვირდა 28 თეთრით;
  • ევრო რეგულარი – 3,39 ლარი (მანამდე 3,04 ლარი), გაძვირდა 35 თეთრით;
  • Efix Euro Diesel – 3,95 ლარი (მანამდე 3,15 ლარი), გაძვირდა 80 თეთრით;
  • ევრო დიზელი – 3,90 ლარი (მანამდე 3,10 ლარი), გაძვირდა 80 თეთრით.

Portal (ბოლო 4 დღეში Super-ის მარკის ბენზინი 7 თეთრით, Premium და Regular — 15 თეთრით, ხოლო დიზელი 10 თეთრით გაძვირდა – საერთო მატება 40-დან 90 თეთრამდე)

  • სუპერი – 3,44 ლარი (იყო 2,99 ლარი), გაძვირდა 45 თეთრით;
  • პრემიუმი – 3,34 ლარი (იყო 2,94 ლარი), გაძვირდა 40 თეთრით;
  • ევრო რეგულარი – 3,14 ლარი (მანამდე 2,74 ლარი), გაძვირდა 40 თეთრით;
  • ევრო დიზელი – 3,89 ლარი (მანამდე 2,99 ლარი), გაძვირდა 90 თეთრით;
  • ეკო დიზელი – 3,69 ლარი (მანამდე 2,84 ლარი), გაძვირდა 85 თეთრით.