ტერორისტული საფრთხის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად იქნა აღიარებული.

2026 წლის „გლობალური ტერორიზმის ინდექსში“ მან 100 ქვეყანას შორის 77-ე ადგილი დაიკავა და ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორიცაა იაპონია, ფინეთი, სლოვაკეთი და დანია.

საქართველოსთვის ტერორისტული საფრთხის დონე მინიმალურადაა შეფასებული, ხოლო მისი პოზიცია რეიტინგში, გასულ წელთან შედარებით, ერთი პუნქტით გაუმჯობესდა.