საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები 2026 წლის 9-დან 13 აპრილის ჩათვლით არ იმუშავებენ. ეს ნიშნავს, რომ 10 აპრილს, იმ დღეს, როდესაც ახალქალაქის მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფი უნდა ყოფილიყო ღია, ის ასევე არ იმუშავებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) ჩაბარების 30-დღიანი ვადა 9-დან 13 აპრილამდე პერიოდში ეწურებათ, გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა 14-დან 18 აპრილის ჩათვლით მიეცემათ.
„იმ პირებს, რომელთა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შენახვის/რეზერვის რეჟიმშია და შენახვის ვადა აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ, ვადა 14 აპრილამდე გაუგრძელდებათ.
ხოლო პირების მიმართ, რომელთაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე 2026 წლის 9-დან 13 აპრილამდე პერიოდში უწევთ, საჯარიმო სანქციები არ გავრცელდება და გაფორმების ბოლო ვადად 14 აპრილი განისაზღვრება“, — ნათქვამია განცხადებაში.