საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში საწვავის ფასები კვლავ გაიზარდა. 31 მარტიდან საწვავის ღირებულება 6-20 თეთრით მოიმატა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე ბენზინისა და დიზელის ფასმა უკვე 4 ლარს მიაღწია.
უნდა აღინიშნოს, რომ 28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია შეფერხდა. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც ამ სრუტის მეშვეობით მსოფლიო ნავთობის მარაგის დაახლოებით მეხუთედი ტრანსპორტირდებოდა.
აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ, სრუტეში გემების მოძრაობა პრაქტიკულად შეწყდა, რაც გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ მსოფლიო ფასებზე.

საწვავის ფასმა 4 ლარს მიაღწია
როგორც უკვე აღინიშნა, საერთაშორისო ბირჟებზე არსებული ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა და ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად გაიზარდა.

კერძოდ, BusinessPressNews გთავაზობთ მონაცემებს სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე არსებული ფასებისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა საწვავის ღირებულება ქვეყანაში ფასების ზრდის დაწყებიდან (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 7 მარტის მონაცემებთან):

Gulf (მატება 46-დან 84 თეთრამდე)

  • G-Force Super – 3,99 GEL (იყო 3,53 GEL), მატება 46 თეთრი;
  • G-Force Premium – 3,59 GEL (იყო 3,07 GEL), მატება 52 თეთრი;
  • G-Force Euro Regular – 3,45 GEL (იყო 2,97 GEL), მატება 48 თეთრი;
  • Euro Regular – 3,43 GEL (იყო 2,92 GEL), მატება 51 თეთრი;
  • G-Force Euro Diesel – 3,97 GEL (იყო 3,13 GEL), მატება 84 თეთრი;
  • Euro Diesel – 3,87 GEL (იყო 3,35 GEL), მატება 52 თეთრი.

Wissol (მატება 38-დან 59 თეთრამდე)

  • Eco Super – 3,92 GEL (იყო 3,54 GEL), მატება 38 თეთრი;
  • Eco Premium – 3,52 GEL (იყო 3,12 GEL), მატება 40 თეთრი;
  • Eco Diesel – 3,82 GEL (იყო 3,23 GEL), მატება 59 თეთრი;
  • Euro Diesel – 3,77 GEL (იყო 3,18 GEL), მატება 59 თეთრი;
  • Euro Regular – 3,37 GEL (იყო 2,97 GEL), მატება 40 თეთრი.

Socar (მატება 27-დან 76 თეთრამდე)

  • Nano Super – 3,82 GEL (იყო 3,55 GEL), მატება 27 თეთრი;
  • Nano Premium – 3,50 GEL (იყო 3,11 GEL), მატება 39 თეთრი;
  • Nano Euro Regular – 3,34 GEL (იყო 2,95 GEL), მატება 39 თეთრი;
  • Euro 5 Diesel – 3,65 GEL (იყო 2,99 GEL), მატება 66 თეთრი;
  • Nano Euro 5 Diesel – 3,75 GEL (იყო 3,08 GEL), მატება 76 თეთრი.

Rompetrol (მატება 33-დან 70 თეთრამდე)

  • Efix Super – 3,92 GEL (იყო 3,59 GEL), მატება 33 თეთრი;
  • Efix Euro Premium – 3,53 GEL (იყო 3,15 GEL), მატება 38 თეთრი;
  • Euro Regular – 3,39 GEL (იყო 3,04 GEL), მატება 35 თეთრი;
  • Efix Euro Diesel – 3,85 GEL (იყო 3,15 GEL), მატება 70 თეთრი;
  • Euro Diesel – 3,80 GEL (იყო 3,10 GEL), მატება 70 თეთრი.

Portal (მატება 25-დან 80 თეთრამდე)

  • Super – 3,37 GEL (იყო 2,99 GEL), მატება 38 თეთრი;
  • Premium – 3,19 GEL (იყო 2,94 GEL), მატება 25 თეთრი;
  • Euro Regular – 2,99 GEL (იყო 2,74 GEL), მატება 25 თეთრი;
  • Euro Diesel – 3,79 GEL (იყო 2,99 GEL), მატება 80 თეთრი;
  • Diesel – 3,59 GEL (იყო 2,84 GEL), მატება 75 თეთრი.