დღეს, 2 აპრილს, სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დიდი ხუთშაბათი აღნიშნა. ახალქალაქის სურბ ხაჩის სახელობის ეკლესიაში დილით წმინდა ლიტურგია აღევლინა, რასაც მოჰყვა ფეხთბანვისა და დაბნელების (ხავარუმის) განგება.

ქრისტეს მიწიერი გზის დასასრულს – დიდი ხუთშაბათის დღეს – ყველა ტაძარში მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი რიტუალი სრულდება. ღვთისმსახურება ადრეული დილიდან იწყება და გვიან ღამემდე გრძელდება.

2

16:00 საათზე სურბ ხაჩის ეკლესიაში ფეხთბანვის წესი აღესრულა, რომელიც სიმბოლურად ქრისტეს მიერ მოწაფეებისადმი გამოჩენილ სიმდაბლეს განასახიერებს. საიდუმლო სერობის შემდეგ, იესო ქრისტემ ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს და ამით მათ ჭეშმარიტი თავმდაბლობისა და სიმშვიდის მაგალითი მისცა.

4

სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მთავარმა ვიკარიუსმა, ღირსმა ვარდაპეტმა ტერ ნშან ამაიაკიანმა ეკლესიის მსახურებს ფეხები დაბანა. რიტუალის დასრულების შემდეგ მრევლს კურთხეული ზეთი დაურიგდა.

1

3