1 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჯადიაში, გასულ წელს ნაადრევად გარდაცვლილი არტურ პარონიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი დაიწყო.
არტურ პარონიანი წარმოშობით სოფელ მაჯადიიდან იყო. იგი ქალაქ ვაღარშაპატში (ეჩმიაძინი) ცხოვრობდა, თუმცა მშობლიურ სოფელს ხშირად სტუმრობდა. გასულ წელს არტურ პარონიანი 35 წლის ასაკში, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
მის ხსოვნას სოფელში საფეხბურთო ტურნირი მიეძღვნა. ყველა საორგანიზაციო და ფინანსური ხარჯი საკუთარ თავზე მისმა ნათესავმა, მაქსიმ ხედოიანმა აიღო.
ტურნირი სოფლის მკვიდრმა, სამველ ყაზარიანმა გახსნა და შეკრებილებს წარუდგინა. შეჯიბრებაში მონაწილეობს 24 საფეხბურთო გუნდი სოფლებიდან: ვარევანი, სამსარი, აგანა, ხანდო, კორხი, იხტილა და სხვა დასახლებული პუნქტებიდან.
მოკლე გახსნის ცერემონიის შემდეგ პირველი თამაშები დაიწყო. მაჯადიისა და იხტილას გუნდებს შორის გამართულ მატჩში გამარჯვება იხტილას გუნდმა მოიპოვა, ანგარიშით 1:3. სხვა შეხვედრაში სოფელ აგანას გუნდმა სამსარი 2:1 დაამარცხა. გუნდებს შორის თამაშები გრძელდება.
ტურნირის ფინალი 4 აპრილს გაიმართება. გამარჯვებულებს თასი და მედლები გადაეცემათ. გარდა ამისა, ორგანიზატორები გეგმავენ საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენას ინდივიდუალურ ნომინაციებში — საუკეთესო მეკარე, ნახევარმცველი და თავდამსხმელი