31 მარტს, თუმანიანის სახელობის სომხურ №1 სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა ეროვნულ სამოსს (ტარაზს) და მის როლს ხალხთა კულტურულ ცხოვრებაში.
ღია გაკვეთილი ეხებოდა თარაზის როლს საქართველოს (მათ შორის ჯავახეთის), სომხეთისა და ევროპის ქვეყნების ხალხთა ცხოვრებაში. ღონისძიება სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ და ისტორიის მასწავლებელმა, ანაიდა კარაპეტიანმა დააორგანიზა.
გაკვეთილი ისტორიის ღია მეცადინეობის ფარგლებში ჩატარდა. იგი მე-8 „ა“ კლასის მოსწავლეებმა ანაიდა კარაპეტიანის ხელმძღვანელობით მოამზადეს. სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის — საქართველოს, სომხეთისა და ევროპის — ეროვნული სამოსი წარადგინეს. თარაზების დემონსტრირებისას ისინი მათ მნიშვნელობასა და თითოეული ხალხის ცხოვრებაში არსებულ როლზე საუბრობდნენ.
ანაიდა კარაპეტიანის თქმით, შერჩეული თემა საინტერესო და შემეცნებითია, რადგან სხვადასხვა ერის კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაგებაში გვეხმარება.
ღონისძიების განმავლობაში მოსწავლეებმა შეასრულეს სომხური და ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, რომლებიც ეროვნულ სამოსთან ერთად წარმოდგენილი კულტურული პროგრამის ნაწილი გახდა.
ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი რუზანა ტეპოიანი, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა შერჩეულ თემატიკასა და მოსწავლეების მომზადების დონეს.
ღონისძიების საგანმანათლებლო და კულტურული მნიშვნელობა ასევე აღნიშნეს მასწავლებლებმა, მშობლებმა და სტუმრებმა, რომლებმაც ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო და შინაარსიანი გაკვეთილისთვის მადლობა გადაუხადეს.