ოქრო კვლავ ძვირდება – რა ღირს საქართველოშიოქრო კვლავ ძვირდება – რა ღირს საქართველოში
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი მცირედით კვლავ მატულობს. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 728 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.76%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 74.39 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 0.35%-ით შემცირებული ფასია.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს, 1 გრამი 999 სინჯის ფასი 420 ლარია, 750-სინჯიანი – 315 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 245 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 6.95 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.56 ლარად არის შესაძლებელი.