როგორც შესაბამის დოკუმენტშია აღნიშნული, გასული წლის მსგავსად, წელსაც საზეიმო ღონისძიებები საქართველოს პრეზიდენტის სასახლესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმის დეტალებს, დოკუმენტის თანახმად:

„9 აპრილის“ ბაღისა და ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ მოეწყობა საგანმანათლებლო, გასართობი და სპორტული სივრცეები;

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა პრეზიდენტის სასახლესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება;

ფიცის დადების ცერემონია, ტრიბუნებისა და სცენის ჩათვლით, თავისუფლების მოედანზე გაიმართება;

გარდა ამისა, დღის განმავლობაში მოეწყობა რამდენიმე კოსტიუმირებული მსვლელობა, საბავშვო წარმოდგენები და სპორტული აქტივობები.

განკარგულების მიხედვით, ორბელიანის მოედანსა და იტალიის ქუჩაზე მოეწყობა გასართობი, მუსიკალური და თემატური ზონები, ასევე კვების სივრცე და მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თავისუფლების მოედანი, ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდი და მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება.

მსგავსი ღონისძიებები იგეგმება რეგიონებშიც, კერძოდ: თელავში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ამბროლაურში, რუსთავში, ფოთში, ახალციხეში, ქუთაისში, მესტიაში, ახალქალაქში, მარნეულსა და მცხეთაში.