საქართველოში ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავი კვლავ გაძვირდა. ამჯერად მატება 10 თეთრამდეა. საერთო ჯამში, 9 მარტიდან ფასი 17-დან 75 თეთრამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეფერხდა. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი სწორედ ჰორმუზის სრუტის მეშვეობით ხორციელდებოდა. აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ, სრუტეში მოძრაობა თითქმის შეწყდა, რაც გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე.
როგორც უკვე აღინიშნა, საერთაშორისო ბირჟებზე არსებული ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა და ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად, ჯამში, ლიტრზე 17-75 თეთრით გაიზარდა.