რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-ე კმ-დან 110-ე კმ-მდე მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დილაადრიან გაავრცელა.

ამავე საავტომობილო გზის 110-ე კმ-დან 146-ე კმ-მდე მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.