მობილური ინტერნეტის ულიმიტო პაკეტებთან ერთად, „სილქნეტი“ ოპტიკური ინტერნეტისა და ტელევიზიის ტარიფებსაც ცვლის. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთ პაკეტზე ფასები 1 მაისიდან გაიზრდება, ზოგიერთზე კი უცვლელი დარჩება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თარიღიდან კომპანია ზრდის მობილური ინტერნეტის სტანდარტული პაკეტების მოცულობას, სადაც ფასი უცვლელი რჩება, თუმცა ძვირდება ყველა ულიმიტო პაკეტი.
რაც შეეხება, მაგალითად, ოპტიკური ინტერნეტის პაკეტებს, თბილისში იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:
პაკეტი „Start +“ — 45 მბ/წმ-ის ნაცვლად ხელმისაწვდომი იქნება 65 მბ/წმ სიჩქარე, თუმცა ფასი 35 ლარის ნაცვლად 37 ლარი გახდება;
პაკეტი „Drive“ — სიჩქარე 60 მბ/წმ-ის ნაცვლად იქნება 75 მბ/წმ — ფასი 32 ლარიდან 34 ლარამდე იზრდება;
პაკეტი „Superdrive“ — სიჩქარე 80 მბ/წმ-დან 85 მბ/წმ-მდე იზრდება, ფასი კი უცვლელი რჩება — 50 ლარი.
რეგიონებში:
„Start +“ — 45 მბ/წმ-ის ნაცვლად ხელმისაწვდომი იქნება 65 მბ/წმ სიჩქარე, ფასი უცვლელი რჩება;
„Drive“ — 60 მბ/წმ-ის ნაცვლად ხელმისაწვდომი იქნება 75 მბ/წმ სიჩქარე, ფასი 27 ლარიდან 29 ლარამდე გაიზრდება;
„Superdrive“ — სიჩქარე 80 მბ/წმ-დან 85 მბ/წმ-მდე იზრდება, ფასი კი უცვლელი რჩება — 40 ლარი.
საიტზე „BusinessPrecious“ წარმოდგენილია უფრო დეტალური საფასო ცხრილი, რომელიც კომპანია „სილქნეტის“ მონაცემებს ეყრდნობა: