ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, მარინა მერაბიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. დირექტორის მოვალეობას ლელა ზაზაძე–ოქრომელიძე ასრულებს.

აღნიშნულ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭეს” მერიაში უდასტურებენ.

რედაქცია დაუკავშირდა უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. იგი აღნიშნულ პოზიციაზე 2018 წლიდან მუშაობდა.

ცნობისთვის, მარინა მერაბიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში, გაერთიანებიდან სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს. N1 ბაგის აღმზრდელი, მარინა ლალუაშვილი, ააიპ-ის იურისტი მარინა აბულაძე და ვალეს N1 საბავშვო ბაღის მასწავლებელი ლატავრა ჯანაშვილი.

N1 ბაგა–ბაღის ყოფილმა აღმზრდელმა, მარინა ლალუაშვილმა გაერთიანებას სასამართლოში უჩივლა და საქმეც მოიგო. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ იძულებით განაცდური საათები აუნაზღაურა. სამსახურში აღდგენაზე კი, როგორც მისი ადვოკატი ამბობს, უარი უთხრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურში აღადგინეს ააიპ-ის იურისტი მარინა აბულაძე და ვალეს N1 საბავშვო ბაღის მასწავლებელი ლატავრა ჯანაშვილი.