ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში მკლავჭიდის ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირის ორგანიზატორი 19 წლის სპორტსმენი, შურა ნაჰაპეტიანია, რომელმაც შეჯიბრება მამის – ჰამლეტ ნაჰაპეტიანის ხსოვნას მიუძღვნა.
პირველობაში სხვადასხვა სოფლის 150-მდე მონაწილე იღებდა მონაწილეობას. ტურნირი სოფლის სარიტუალო სახლში გაიმართა. შურა ნაჰაპეტიანმა თავად მოიძია და ჩაიტანა მაგიდები, მოიწვია მონაწილეები და სტუმრები. ის ცდილობს, საკუთარ სოფელში სპორტი განავითაროს, პოპულარიზაცია გაუწიოს მას და შთააგონოს ადგილობრივ ახალგაზრდებს, რომ საკუთარი ძალების ირწმუნონ.
„ამ ღონისძიებას ჩემთვის ღრმა პირადი მნიშვნელობა აქვს. ის მამაჩემის, გამლეტ ნაჰაპეტიანის ხსოვნას ეძღვნება. ეს ჩემი მადლიერების გამოხატვაა იმ ადამიანის მიმართ, ვისი წყალობითაც დღეს ვარსებობ და ვის სახელსაც ყოველთვის ვცდილობ, ღირსეულად ვატარო როგორც ცხოვრებაში, ისე სპორტში“, – ამბობს სპორტსმენი.
შურა ნაჰაპეტიანი თვითნასწავლი სპორტსმენია. ის სოფელ პატარა სამსარში დაიბადა და გაიზარდა. ამჟამად ერევნის მოვსეს ხორენაცის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს და სწავლას პროფესიულ სპორტს წარმატებით უთავსებს.
„ყველაფერი სახლში დაიწყო, თავიდან მარტო ვვარჯიშობდი, ყოველგვარი განსაკუთრებული პირობებისა და ტრენაჟორების გარეშე. მოგვიანებით, ჩვენი ძალისხმევით, სოფელში პატარა სპორტული დარბაზი მოვაწყვეთ, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების შეკრებისა და სპორტული აქტივობის კერად იქცა“.
ამის შემდეგ მან სხვადასხვა შეჯიბრებებში დაიწყო მონაწილეობა, ხოლო ჩემპიონებზე გამარჯვებამ ის კიდევ უფრო მეტად აღაფრთოვანა.
2023 წელს მან ახალქალაქის პირველობაზე გაიმარჯვა. 2025 წლის დეკემბერში, სომხეთში, ლორეს ღია პირველობაზე მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა როგორც თავის წონით კატეგორიაში, ისე აბსოლუტურ კატეგორიაშიც. 2026 წლის თებერვალში, თბილისში გამართულ მკლავჭიდის ჩემპიონატზე 4 კატეგორიაში ასპარეზობდა და ჩემპიონის ტიტული 3 კატეგორიაში მოიპოვა. მიმდინარე წლის მარტში, სომხეთის საუნივერსიტეტო პირველობაზე, შურა ჩემპიონი გახდა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მკლავით.
„სირთულეები ყოველთვის არის — პროფესიული სპორტული ინვენტარის არქონიდან დაწყებული, მძიმე ფიზიკური დატვირთვით დამთავრებული. თუმცა, ჩემი ერთადერთი იმედგაცრუება მხოლოდ დანებების გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო, რის უფლებასაც საკუთარ თავს არასდროს ვაძლევდი. ყოველი დაბრკოლება მომდევნო გამარჯვებასთან მაახლოებდა“.
ამჟამად ის აქტიურად ემზადება მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 2026 წლის ივნისში რუმინეთში გაიმართება.
შურას სურს, რომ მისი სოფლის ახალგაზრდობა სპორტით დაკავდეს, განვითარდეს და წარმატებული იყოს.
„ახალგაზრდებს ვურჩევ: თუ მე შევძელი სახლში ვარჯიშით მსოფლიო ჩემპიონების დამარცხება, ესე იგი ყველაფერი შესაძლებელია“, — ამბობს ის.
იმისათვის, რომ ეს სათქმელი თავისი სოფლის, მთელი მუნიციპალიტეტის, ასევე წალკისა და ნინოწმინდის ახალგაზრდობამდე მიეტანა, მან მკლავჭიდის პირველობა მოაწყო. ასე, 29 მარტს, სოფელ პატარა სამსარში გამართულ ტურნირში 150-მა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა. მთელი დღის განმავლობაში პატარა სამსარი ამ ღონისძიებით ცხოვრობდა. ემოციური ბრძოლების შედეგად კი გამოვლინდნენ შემდეგი პრიზიორები:
მარჯვენა მკლავი
60 კგ წონითი კატეგორია:
70 კგ წონითი კატეგორია:
80 კგ წონითი კატეგორია:
90 კგ წონითი კატეგორია:
90+ კგ წონითი კატეგორია:
კეროპ ბაგნიკიანი
მერგელ მელტონიანი
სევაკ ალვანიანი
მარცხენა მკლავი
65 კგ წონითი კატეგორია:
75 კგ წონითი კატეგორია:
75+ კგ წონითი კატეგორია: