თბილისის ანალოგიურად, დენის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება რეგიონებშიც. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ ცოტა ხნის წინ მიიღო.

რეგიონებში ელექტროენერგია 5 თეთრით ძვირდება
უფრო კონკრეტულად, რეგიონში მცხოვრები აბონენტებისთვის, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელ.ენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 14.731 თეთრიდან 19.731 თეთრამდე იზრდება. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.708 თეთრიდან 23.707 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი ტარიფი 23.227 თეთრიდან 28.227 თეთრამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ტარიფი 5-6 თეთრით იზრდება „ეპ ჯორჯიას“ კომერციული მომხმარებლებისთვისაც.

აღნიშნული ტარიფები ძალაში 2026 წლის 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.