მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ მატება დაიწყო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 529 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.81%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 70.48 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 1.02%-ით მომატებული ფასია.

რა ღირს 1 გრამი ოქრო დ­ა ვერცხლი საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს, 1 გრამი 999 სინჯის ფასი 410 ლარია, 750-სინჯიანი – 308 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 240 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 6.48 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.18 ლარად არის შესაძლებელი.