Numbeo-ს 2026 წლის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით კვერცხი ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი ინდოეთშია.
კვლევამ სტანდარტული ზომის კვერცხის (12 ცალი) ფასი 101 ქვეყანაში შეისწავლა. რეიტინგში საქართველო მე-60 ადგილზე მოხვდა.
მონაცემების თანახმად, საქართველოს მარკეტებში კვერცხის 12-ცალიანი შეფუთვა საშუალოდ, 2.46 აშშ დოლარი ღირს.
მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია
აღსანიშნავია, რომ თუ კვლევას რეგიონულ ჭრილში შევხედავთ, სამეზობლოში კვერცხი ყველაზე ძვირი სწორედ საქართველოშია, ყველაზე იაფი – აზერბაიჯანში.
Numbeo-ს მიხედვით, კვერცხის ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, ასე გამოიყურება:
აზერბაიჯანი (90-ე ადგილი) – 1.60 აშშ დოლარი;
რუსეთი (88-ე ადგილი) – 1.66 აშშ დოლარი;
თურქეთი (72-ე ადგილი) – 2.10 აშშ დოლარი;
სომხეთი (62-ე ადგილი) – 2.41 აშშ დოლარი;
საქართველო (მე-60 ადგილი) – 2. 46 აშშ დოლარი.
მსოფლიოს 10 ქვეყანა კი, სადაც კვერცხი ყველაზე ძვირია, ასეთია:
შვეიცარია – 7.72 აშშ დოლარი;
ახალი ზელანდია – 6.20 აშშ დოლარი;
პუერტო რიკო – 5.53 აშშ დოლარი;