ახალქალაქი მდიდარია თავისი მრავალფეროვანი სოფლებით და, განსაკუთრებით, თითოეულ სოფელთან დაკავშირებული ისტორიებით. ჩვენი სოფლები გამოირჩევიან არა მხოლოდ თავისი უნიკალური დიალექტით, არამედ ყურადღებას იპყრობენ ეზოთერული დასახელებებითა და მათი განმარტებებით.

იმის დასადგენად, თუ რამდენად ფლობენ ჩვენი სოფლების მცხოვრებლები ინფორმაციას საკუთარი სოფლების სახელწოდებების წარმოშობისა და მათი მნიშვნელობის შესახებ — როგორც იდენტობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის – Jnews-მა ესაუბრა ახალქალაქის რაიონის ყველა სოფლის მცხოვრებს. წარმოდგენილი დასახელებები შესაძლოა არ ეყრდნობოდეს ოფიციალურ ან ისტორიულ საფუძვლებს; ჩვენ უბრალოდ ვაქვეყნებთ იმას, რაც უშუალოდ მოსახლეობამ იცის საკუთარი სოფლების შესახებ.

ფილიპოვკა, ანუ პატარა კარწახი. სოფელი ორ ნაწილად იყო გაყოფილი: ერთ ნაწილში სოფელ კარწახიდან გადმოსახლებულები ცხოვრობდნენ, მეორეში კი – მალაკნები. ფილიპე მახარაძის პატივსაცემად სოფელს ფილიპოვკა დაარქვეს. არსებობს ვერსიაც, რომ სოფელს „კაი წყალი“ ერქვა, რაც ქართულად კარგ წყალს ნიშნავს.

სხვადასხვა სოფლის მკვიდრთა მონათხრობი მოწმობს, რომ ახალქალაქის რაიონის სოფლების სახელწოდებების წარმოშობის ისტორია ძირითადად ზეპირსიტყვიერი გადმოცემებით არის შემორჩენილი და ხშირად რამდენიმე ვერსია გააჩნია.

ამ კვირას Jnews  წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას მხოლოდ ერთი სოფლის სახელის წარმოშობის შესახებ. მანამდე Jnews-მა უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია 60 სოფლის დასახელებაზე 6 ნაწილად (მათი ნახვა შეგიძლიათ ამ მასალაში). სოფლების – ბურნაშეთისა და თოთხამის მაცხოვრებლებმა მათი სოფლების სახელწოდებების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

თუ არსებობენ ადამიანები, ვინც ინფორმირებული და დაინტერესებულია თავისი სოფლის სახელის ეტიმოლოგიით და შეუძლიათ დამატებითი ცნობების გაზიარება, Jnews  მზად არის ისინიც ასახოს.

ფოტოზე სოფელი თახჩაა გამოსახული

 

ავტორი: ჰნაზიკ ავეტისიანი