ხალქალაქის მომავლის სახლში (ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში) ქალთა თვისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თუმცა, შეხვედრა არ ყოფილა კლასიკური და ჩვეულებრივი – საშუალო კლასის მოსწავლეებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა: ბევრია თუ არა ქალთა დღესასწაული და რატომ არ აღვნიშნავთ კაცების დღეებს, რისი მიღება სურთ გოგონებს და რა ენთუზიაზმით ჩუქნიან საჩუქრებს ბიჭები, ისევე როგორც ბევრ სხვა თემაზე.

eritasardakan_6

ახალქალაქის მომავლის სახლის (ახალგაზრდული ცენტრის) პასუხისმგებელი პირის, კარინე თადევოსიანის თქმით, კონკრეტულ თემაზე დისკუსიის ფორმატი თავად ცენტრის აღსაზრდელებმა შეაჩერეს. გადაწყდა, რომ საქართველოში დედის დღე (3 მარტი), ქალთა საერთაშორისო დღე (8 მარტი) და სომხეთში დედობისა და სილამაზის დღე (7 აპრილი) ერთ საინტერესო და აქტიურ დისკუსიაში გაერთიანებულიყო. იმისათვის, რომ მსჯელობა კიდევ უფრო საინტერესო ყოფილიყო, მასში მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ ცენტრის აღსაზრდელები, არამედ ახალქალაქის №1 და №4 საჯარო სკოლების, ასევე სოფელ გომანის სკოლის საშუალო კლასის მოსწავლეები.

eritasardakan_5

დისკუსიამ წარმატებით ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მონაწილე საკუთარი აზრის სრულად გამოხატვას ვერ ბედავდა და მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა. დისკუსიის შედეგად გაირკვა, რომ ახალგაზრდული ცენტრის ვაჟი აღსაზრდელები დისკრიმინაციად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ახალქალაქში გოგონებისა და ქალებისადმი მიძღვნილი სამი დღე აღინიშნება, ბიჭების პატივსაცემად კი დღესასწაულები არ გვაქვს – გარდა 23 თებერვლისა, ისიც ყველა ბიჭს არ ეხება. დისკუსიის დასასრულს, ახალგაზრდულ ცენტრში გადაწყდა, იმსჯელონ კაცებისა და ბიჭებისადმი მიძღვნილი დღის, ან თუნდაც თვის აღნიშვნის შესახებ.

eritasardakan_4

ასევე, გულახდილი დისკუსია გაიმართა მასწავლებლებისა და თანაკლასელი გოგონებისთვის საჩუქრების მიძღვნის საკითხზე. შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველა ბიჭი როდი ჩუქნის საჩუქრებს დიდი ენთუზიაზმით.

eritasardakan_7

გოგონებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა სახის საჩუქრების მიღება უყვართ. მათი სურვილები საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა: ზოგისთვის უბრალო კეთილი სურვილებიც საკმარისია, ზოგის გასახარებლად კი ძვირფასი საჩუქრებია საჭირო.

eritasardakan_3

დისკუსიის პროცესში ასევე შეეხნენ წიგნის, როგორც საჩუქრის, ღრმა არსს. აღინიშნა, რომ წიგნი არის საჩუქარი, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრება რჩება, ამშვენებს მას, ხდის უფრო განათლებულსა და გონიერს, ასევე ავითარებს მის მეტყველებასა და აზროვნებას.

eritasardakan_2
საინტერესო აღმოჩნდა დისკუსია სილამაზის შესახებაც. სილამაზის აღქმა და გაგება ყველას თავისებური აქვს, თუმცა ბევრი შეთანხმდა იმაზე, რომ შინაგანი სილამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნული. ამასთანავე, აღინიშნა ისიც, რომ პირველ შთაბეჭდილებას მაინც გარეგნული სილამაზე ახდენს.

eritasardakan_1

როგორც მონაწილეები, ისე ახალგაზრდული ცენტრის მასწავლებლები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიის ფორმატი ძალიან საინტერესო და ეფექტურია. მათ გადაწყვიტეს, სამომავლოდაც გამართონ მსგავსი მსჯელობები სხვადასხვა თემაზე.