2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ხახვის იმპორტი წლიურად 0.3%-ით შემცირდა – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ორ თვეში ქვეყანაში იმპორტირებულია 1.471 მლნ დოლარის ღირებულების (6 363 ტონა) ხახვი, ხოლო 2026 წლის იმავე პერიოდში 1.467 მლნ დოლარის ღირებულების (6 034 ტონა.)

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს 1 კგ. ხახვის იმპორტი საქართველოს გადასახადების გარეშე საშუალოდ 24 ცენტი უჯდებოდა, შარშან ეს ფასი 23 ცენტს შეადგენდა, რაც მცირედ ზრდაზე მიანიშნებს.

საქართველოში იმპორტული ხახვის 96% აზერბაიჯანულია
2026 წლის პირველ ორ თვეში საქართველოში ხახვის უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანიდან შემოვიდა, მას კი მცირე წილით თურქეთი, ნიდერლანდები და ისრაელი მოსდევდა.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ხახვის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:

აზერბაიჯანი – 1.412 მლნ დოლარის ღირებულების 5 817 ტონა;
თურქეთი – 52.4 ათასი დოლარის ღირებულების 216 ტონა;
ნიდერლანდები – 2.4 ათასი დოლარის 0.9 ტონა;
ისრაელი – 500 დოლარის ღირებულების (ტონაჟი სიმცირის გამო მითითებული არ არის).