ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.
პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 112.6 დოლარით (+4.22%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 99.64 დოლარია (+5.46%).
აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება აისახა ადგილობრივ ბაზარზეც. უფრო კონკრეტულად, საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 5-დან 13-თეთრამდე გაძვირდა.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ, როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 21 მარტის მონაცემებთან):
Gulf (გაიზარდა 10 თეთრით)
G-Force სუპერი – 3.83 ლარი (3.73 ლარი);
G-Force პრემიუმი – 3.43 ლარი ( 3.33 ლარი იყო):
G-Force ევრო რეგულარი – 3.29 ლარი (3.19 ლარი იყო);
ევრო რეგულარი – 3.27 ლარი (3.17 ლარი იყო);
G-Force ევრო დიზელი – 3.67 ლარი (3.57 ლარი იყო);
ევრო დიზელი – 3.57 ლარი ( 3.47 ლარი იყო).
Wissol (გაიზარდა 4-დან 8 თეთრამდე)
ეკო სუპერი – 3.82 ლარი (3.76 ლარი იყო);
ეკო პრემიუმი – 3.42 ლარი (3.36 ლარი იყო);
ეკო დიზელი – 3.72 ლარი (3.68 ლარი იყო);
ევრო დიზელი – 3.67 ლარი (3.63 ლარი იყო);
ევრო რეგულარი – 3.27 ლარი (3.19 ლარი იყო).
Socar (გაიზარდა 5-დან 10-თეთრამდე)
ნანო სუპერი – 3.72 ლარი (3.67 ლარი იყო);
ნანო პრემიუმი – 3.40 ლარი (3.30 ლარი იყო);
ნანო ევრო რეგულარი – 3.24 ლარი (3.14 ლარი იყო);
ევრო 5 დიზელი – 3.50 ლარი (3.40 ლარი იყო);
ნანო ევრო 5 დიზელი – 3.60 ლარი (3.50 ლარი იყო).
Rompetrol (გაიზარდა 10-დან 13-თეთრამდე)
Efix სუპერი – 3.80 ლარი (3.68 ლარი იყო);
Efix ევრო პრემიუმი – 3.43 ლარი (3.33 ლარი იყო);
ევრო რეგულარი – 3.27 ლარი (3.17 ლარი იყო);
Efix ევრო დიზელი – 3.65 ლარი (3.52 ლარი იყო);
ევრო დიზელი – 3.60 ლარი (3.47 ლარი იყო).
Portal (გაიზარდა 5-დან 10-თეთრამდე)
სუპერი – 3.24 ლარი (3.14 ლარი იყო);
პრემიუმი – 3.09 ლარი (3.04 ლარი იყო);
ევრო რეგულარი – 2.89 ლარი (2.89 ლარი იყო);
ევრო დიზელი – 3.69 ლარი (3.59 ლარი იყო);
ეფექტური დიზელი – 3.49 ლარი (3.39 ლარი იყო).