მეწარმეებისთვის საკუთარი მონაცემების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა რამდენიმე დღეში იწურება.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის აპრილამდე საწარმოებმა უნდა უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიების რეგისტრაცია შესაძლოა შეჩერდეს, თუ მონაცემები კანონის მოთხოვნების შესაბამისად არ განახლდება.
იმის გათვალისწინებით, რომ სამეურნეო სუბიექტებისთვის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე 4 დღე დარჩა, რომელთაგან ორი უქმე დღეა (შაბათი და კვირა), სამინისტროს გადაწყვეტილებით, რათა მეწარმეებმა მაქსიმალურად გამოიყენონ დარჩენილი დრო, 28 და 29 მარტს იუსტიციის სახლის 15 ფილიალი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
28 და 29 მარტს იუსტიციის სახლის 15 ფილიალი სპეციალურ რეჟიმში იფუნქციონირებს.
ახალი წესები ბიზნესისთვის: რა მოხდება, თუ აპრილამდე მოთხოვნებს არ შეასრულებთ?
კანონის თანახმად, რეგისტრაციის განახლების ვალდებულება ვრცელდება 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ შემდეგი სახის საწარმოებზე:
რაც შეეხება სანქციებს: თუ საწარმო/ფილიალი 2026 წლის 1 აპრილამდე არ წარადგენს კანონის შესაბამის მონაცემებს, მისი რეგისტრაცია შეჩერდება. ეს ნიშნავს, რომ მასზე აღარ გაიცემა განახლებული ამონაწერი და კომპანიას შეეზღუდება წვდომა ფინანსურ რესურსებსა თუ საბანკო პროდუქტებზე.