2026 წლის 13 აპრილიდან საქართველო ეუთოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
დიპლომატიური მისიის ინფორმაციით, 25 მარტს, საფრანგეთის თავმჯდომარეობით გამართული დასკვნითი სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის თავმჯდომარეობის სიმბოლური გადაცემის ცერემონია გაიმართა.
„საქართველო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმს 4 სექტემბრამდე უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც თავმჯდომარეობა გაერთიანებულ სამეფოს გადაეცემა.
უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმი ეუთოს ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომლის მთავარი მიზანია ეუთოს ფარგლებში უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა“, — ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.