ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსების ფარგლებში, 2026 წელს სოფლის გზების რეაბილიტაციის სამი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება. სამუშაოების საერთო ღირებულება 2 667 208 ლარს შეადგენს. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უკვე შედგა და მასში კომპანია „ჯავახავტოგზამ“ გაიმარჯვა. პროექტები 2026–2027 წლებზეა გათვლილი.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და შიდა გზების ასფალტირება სხვადასხვა სოფელში გრძელდება. პროექტის ფარგლებში გზები შეკეთდება სოფლებში: პატარა ხანჩალი, დიდი გონდური და პატარა გონდური.
სოფელი პატარა ხანჩალი
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 805 889 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
2026 წელს დაგეგმილია 500 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება, საიდანაც:
რეგიონული განვითარების ფონდი – 475 000 ლარი (95%)
ადგილობრივი ბიუჯეტი – 25 000 ლარი (5%)
2027 წელს სამუშაოების დასასრულებლად გამოიყოფა 305 889 ლარი.
სოფელი დიდი გონდურა
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 1 077 000 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
2026 წლისთვის გათვალისწინებულია 500 000 ლარი:
რეგიონული განვითარების ფონდი – 475 000 ლარი (95%)
ადგილობრივი ბიუჯეტი -25 000 ლარი (5%)
2027 წელს სამუშაოების შესასრულებლად გამოიყოფა 577 000 ლარი.
სოფელი პატარა გონდურა
პროექტის ღირებულება შეადგენს 784 319 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
2026 წელს დაგეგმილია 400 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება:
რეგიონული განვითარების ფონდი – 380 000 ლარი (95%)
ადგილობრივი ბიუჯეტი – 20 000 ლარი (5%)
2027 წელს სამუშაოების დასასრულებლად გამოიყოფა 384 319 ლარი.
დაფინანსების ძირითად ნაწილს (95%) სახელმწიფო უზრუნველყოფს რეგიონული განვითარების ფონდის მეშვეობით, ხოლო 5% იფარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. კონკურსში გაიმარჯვა შპს „ჯავახავტოგზამ“, 2 580 000 ლარის ოდენობით. კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო და მან საწყისი თანხა 87 208 ლარით შეამცირა.