გამოცემა Forbes Georgia-მ მონაცემები შეაგროვა და ქვეყნის ასი ყველაზე მდიდარი მკვიდრის სია გამოაქვეყნა. მასში შევიდნენ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, ისე ადამიანები, რომლებიც იშვიათად ჩნდებიან საინფორმაციო გამოშვებებში. დათვლის მეთოდი მარტივი იყო — აქტივების ღირებულება (მათ მფლობელობაში არსებული კომპანიები, უძრავი ქონება და ა.შ.).

ასე გამოიყურება პირველი ათეული და მათი საქმიანობის სფეროები:

მიხეილ ლომთაძე — მოღვაწეობს ყაზახეთში, ადგილობრივი ბანკის, Kaspi-ს თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ქონება — 15,8 მილიარდი ლარი.

ბიძინა ივანიშვილი და ოჯახი — მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ფილანთროპი, ბიზნესმენი — 7,8 მილიარდი.

გიორგი ჯოხთაბერიძე — ყველაზე მსხვილი ტელეკომუნიკაციების კომპანია Magticom-ის დამფუძნებელი — 2,8 მილიარდი.

ირაკლი რუხაძე — ბანკირი, Liberty Bank-ის ერთ-ერთი მფლობელი, წარსულში — ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი. ფლობს წილებს კომპანიებში Georgian Cement, Magticom — 2,2 მილიარდი.

თემურ ჭყონია — საქართველოში McDonald’s-ის რესტორნების ქსელისა და Coca-Cola Bottlers Georgia-ს მფლობელი — 1,7 მილიარდი.

პაატა კურტანიძე — აფთიაქების ქსელ „ავერსის“ დამფუძნებელი და მფლობელი — 1,6 მილიარდი.

გიორგი რამიშვილი — ჰოლდინგ „სილქის“ მსხვილი აქციონერი, რომელიც ოპერირებს სასტუმრო ბიზნესის, ბანკის, ტელეკომუნიკაციების (Silknet) სფეროებში — 1,5 მილიარდი.

კახაბერ ოქრიაშვილი — აფთიაქების ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი — 1,14 მილიარდი.

ხვიჩა მაქაცარია — ფლობს წილებს „თელასსა“ და მობილურ ოპერატორ Cellfie-ში — 1,13 მილიარდი.

გია გორგოშაძე — მაღაზიათა ქსელ „გორგიას“ დამფუძნებელი — 1,04 მილიარდი.