26.03.2026
ნახვები: 121 |
ავტორი:
Rima Garibyan
საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდეც კი გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც აისახა და ბოლო ორ კვირაში ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა ლიტრზე 5-დან 50 თეთრამდე მოიმატა.
საქართველოში ერთი ლიტრი საწვავი ორ კვირაში, 5-50 თეთრით გაძვირდა
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე: (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 13 მარტის მონაცემებთან)
Gulf (ფასის მატება 10-დან 22 თეთრამდე)
- G-Force სუპერი – 3.83 ლარი (3.63 ლარი);
- G-Force პრემიუმი – 3.33 ლარი ( 3.23 ლარი იყო):
- G-Force ევრო რეგულარი – 3.29 ლარი (3.09 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 3.27 ლარი (3.07 ლარი იყო);
- G-Force ევრო დიზელი – 3.67 (3.45 ლარი იყო); 22
- ევრო დიზელი – 3.57 ლარი ( 3.35 ლარი იყო).
- Wissol (ფასის მატება 13-დან 31 თეთრამდე)
- ეკო სუპერი – 3.82 ლარი ( 3.69 ლარი იყო);
- ეკო პრემიუმი – 3.42 ლარი (3.27 ლარი იყო);
- ეკო დიზელი – 3.72 ლარი (3.41 ლარი იყო); 31
- ევრო დიზელი – 3.67 ლარი (3.36 ლარი იყო); 29
- ევრო რეგულარი – 3.27 ლარი ( 3.12 ლარი იყო)
- Socar (ფასის მატება 13-დან 42 თეთრამდე)
- ნანო სუპერი – 3.72 ლარი (3.59 ლარი იყო); 13
- ნანო პრემიუმი – 3.40 ლარი ( 3.15 ლარი იყო);
- ნანო ევრო რეგულარი – 3.24 ლარი (2.99 ლარი იყო);
- ევრო 5 დიზელი – 3.50 ლარი (3.09 ლარი იყო);
- ნანო ევრო 5 დიზელი – 3.60 ( 3.18 ლარი იყო).
- Rompetrol (ფასის მატება 15-დან 35 თეთრამდე)
- Efix სუპერი – 3.80 ლარი (3.65 ლარი იყო);
- Efix ევრო პრემიუმი – 3.43 ლარი (3.25 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 3.27 ლარი (3.12 ლარი იყო);
- Efix ევრო დიზელი – 3.65 ლარი (3.30 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 3.60 (3.25 ლარი იყო).
- Portal (ფასის მატება 5-დან 50 თეთრამდე,
- სუპერი – 3.24 ლარი (3.14 ლარი იყო);
- პრემიუმი – 3.09 ლარი (3.04 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 2.89 ლარი (2.89 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 3.69 ლარი (3.19 ლარი იყო);
- ეფექტური დიზელი – 3.49 ლარი (3.09 ლარი იყო).