საქართველოში უცხოელებზე გაცემული მართვის მოწმობების ყველაზე დიდი წილი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სულ გაიცა 694 მართვის მოწმობა, საიდანაც 36%, ანუ 251, რუსეთის მოქალაქეებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 128-მა მოქალაქემ აიღო, 2023 წელს კი — 99-მა.

ქართული მართვის მოწმობების რაოდენობით მეორე ადგილს პაკისტანის მოქალაქეები იკავებენ, ხოლო ლიდერ ხუთეულში ასევე შედიან ინდოეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეები.

იმ 10 ქვეყნის სია, რომელთა მოქალაქეებმაც 2025 წელს საქართველოში მართვის მოწმობა აიღეს:

  • რუსეთი – 251
  • პაკისტანი – 87
  • ინდოეთი – 86
  • ბელარუსი – 79
  • უკრაინა – 47
  • აზერბაიჯანი – 27
  • ირანი – 14
  • თურქეთი – 11
  • იორდანია – 11
  • ნეპალი – 9

საერთო ჯამში, 2025 წელს საქართველოში სულ გაიცა 29 647 მართვის მოწმობა.