ბათუმის აკვატორიაში შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა. სასამართლომ უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემი დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 100 000 ლარი დააკისრა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, დარღვევა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ერთობლივი მონიტორინგის დროს გამოვლინდა. დადგინდა, რომ გემმა ზღვა სამეურნეო-ფეკალური წყლებით დააბინძურა.
სასამართლოს გადაწყვეტილება:
▪️ სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო;
▪️ დაეკისრა ჯარიმა – 100 000 ლარი;
▪️ დამატებით დაევალა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და ცურვის გაგრძელების უფლება მხოლოდ ჯარიმისა და ზიანის კომპენსაციის სრულად გადახდის შემდეგ მიეცემა.
ბათუმის აკვატორიაში საზღვაო გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი რამდენიმე უწყების მონაწილეობით, გაძლიერებულ რეჟიმში ხორციელდება.