მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ მატება დაიწყო.GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 566 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.74%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 73.44 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 5.94%-ით მომატებული ფასია.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს, ოქროსა და ვერცხლის ფასები აქ კლებას განაგრძობს. კერძოდ, 1 გრამი 999 სინჯის ფასი 404 ლარია, 750-სინჯიანი – 303 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 236 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 6.72 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.38 ლარად არის შესაძლებელი.