24 მარტს, ახალქალაქის მერიის სააქტო დარბაზში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. მეწარმეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს წყლის მრავალათასიანი დავალიანებების გამო, ხოლო კომპანიის წარმომადგენლები დაჰპირდნენ მათ, რომ გარემოებების გარკვევამდე დროებით შეაჩერებდნენ დარიცხვისა და პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესს.

ბიზნესის მოთხოვნით გამართულ შეხვედრაზე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან“ ჩავიდნენ რეგიონული მენეჯერი დავით ელიაური და შემოსავლების სამსახურის უფროსი ზურაბ გოგოლაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დავით ელიაურმა და ზურაბ გოგოლაძემ მოისმინეს მეწარმეების საჩივრები და პრეტენზიები. შეხვედრის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს წყალმომარაგებაზე დარიცხული დაუსაბუთებლად მაღალი გადასახადების გამო. კერძოდ, მათ აინტერესებდათ:

  • რატომ არ ითვლებიან ისინი აბონენტებად?
  • რა პრინციპით განხორციელდა გადასახადის დაანგარიშება?
  • რა საფუძვლით დაერიცხათ ათობით ათასი ლარი?

კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის უცნობი იყო ასეთი მაღალი დარიცხვების შესახებ. გარდა ამისა, მათ გაუკვირდათ ის გარემოება, რომ ბევრი მეწარმე აბონენტად არ ირიცხება და მათ დამონტაჟებული მრიცხველები არ აქვთ. მათივე თქმით, მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ბიზნესოპერატორებმა მრიცხველები თვითნებურად მოხსნეს.

24 მარტს, მერიის სააქტო დარბაზში, ახალქალაქის ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებთან. მეწარმეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს წყლის მრავალათასიანი გადასახადების გამო, ხოლო კომპანიის წარმომადგენლები დაჰპირდნენ მათ, რომ გარემოებების გარკვევამდე დროებით შეაჩერებდნენ დარიცხვისა და პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესს.

ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მათივე მოთხოვნით, ჩავიდნენ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ რეგიონული მენეჯერი, დავით ელიაური და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ზურაბ გოგოლაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დავით ელიაურმა და ზურაბ გოგოლაძემ მოისმინეს მეწარმეების საჩივრები და პრეტენზიები. შეხვედრის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს წყალმომარაგებაზე დაუსაბუთებლად მაღალი დარიცხვების გამო. კერძოდ, მათ აინტერესებდათ, რატომ არ ითვლებიან ისინი აბონენტებად, რა პრინციპით განხორციელდა გათვლები და რა საფუძვლით დაერიცხათ ათობით ათასი ლარი.

კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის უცნობი იყო ასეთი მაღალი დარიცხვების შესახებ. გარდა ამისა, მათ გაუკვირდათ ის გარემოება, რომ ბევრი მეწარმე აბონენტად არ ირიცხება და მათ დამონტაჟებული მრიცხველები არ აქვთ. მათივე თქმით, მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ბიზნესოპერატორებმა მრიცხველები თვითნებურად მოხსნეს.

ერთ-ერთმა მეწარმემ, არტურ ალბერტიანმა, აღნიშნა, რომ შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა თავად კომპანიას ეკისრება:

„ჩემთან 2010 წელს მოვიდნენ მრიცხველის დასამონტაჟებლად, მითხრეს, რომ მოგვიანებით მოვიდოდნენ და ღირებულებას შემატყობინებდნენ, თუმცა წავიდნენ და აღარ გამოჩენილან. მე ვიხდი შუქის, გაზის გადასახადს – რატომ არ უნდა გადავიხადო წყლის? რატომ არ ვარ აქამდე აბონენტი? ამაში თქვენ ხართ დამნაშავე“, – განაცხადა მან.

მეწარმეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უარს ამბობენ წარდგენილი ქვითრების გადახდაზე. ბევრმა მათგანმა უკვე მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) და პასუხს ელოდება, რათა საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს მიმართონ. თუმცა, სარჩელის შეტანისას აუცილებელია დავის საგნის ღირებულების 3%-ის გადახდა, რაც დიდი დარიცხვების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთია.

მეწარმე მიშა კრმაჯიანმა ისაუბრა უზუსტობებზე დაანგარიშების პროცესში:

„დათვალიერებისას კომპანიის თანამშრომელმა მიუთითა მილის დიამეტრი 20 მმ, თუმცა დარიცხვა მოვიდა 25 მმ-ზე. გარდა ამისა, გაუგებარია, რა საფუძვლით დაერიცხათ ჯარიმები. სასამართლოში ჩივილის შემთხვევაში, თანხის 3% უნდა გადავიხადო. თუ მოვიგებ -ეს ხარჯები კომპანიამ უნდა აანაზღაუროს. მაგრამ როგორ მივიღო მონაწილეობა პროცესში, როდესაც ახალციხეში გამართულ სხდომაზე (საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში საქმეების განხილვისას — რედ.) მოწვევას მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე მოაქვთ?“ -აღნიშნა მან.

შეხვედრის ბევრმა მონაწილემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კომპანია მრიცხველის დამონტაჟებისთვის 1200 ლარს ითხოვს მაშინ, როდესაც მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 35 ლარია. მათი თქმით, 1200 ლარის გადახდისას აბონენტი არ იღებს წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების მოდერნიზაციას – არსებულ სისტემას უბრალოდ მრიცხველი ემატება.

ვაღარშაკ შაჰბეკიანმა აღნიშნა, რომ ადრე რიგი ობიექტები უკვე ითვლებოდნენ აბონენტებად და წყლის საფასურსაც რეგულარულად იხდიდნენ:

„გაიყვანეთ წყალსადენი და კანალიზაცია სტანდარტების შესაბამისად, დაამონტაჟეთ მრიცხველი – და მაშინ მოითხოვეთ 1200 ლარი. თქვენ კი არაფერს აკეთებთ და უბრალოდ ფულს ითხოვთ. ასე მუშაობა არ შეიძლება“, – განაცხადა მან.

ასევე გაისმა ჩივილი მაღალმთიანი რეგიონისთვის დაწესებულ მაღალ ტარიფზე და იმაზე, რომ სასმელი წყალი არ არის უსაფრთხო.

ვლადიმერ ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ ზოგ ადგილას სასმელი წყალი პირდაპირ მდინარეში ან ქუჩაში იღვრება. მან კომპანიის წარმომადგენლებს გადასცა წინა დღეს შესაბამის მონაკვეთზე გადაღებული ფოტოები.

მეწარმეებმა დარიცხული თანხების ანულირება მოითხოვეს.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა კითხვაზე დაუყოვნებლივ პასუხის გაცემა არ შეუძლიათ, რადგან გაჟღერებული პრობლემების უმეტესობის შესახებ მათთვის აქამდე ცნობილი არ იყო. დავით ელიაურმა მეწარმეებს მოუწოდა, პრეტენზიები წერილობითი ფორმით ჩამოაყალიბონ და მას გადასცენ:

„მე არ ვიცოდი ამ დარიცხვების შესახებ. ახლა კონკრეტულ პასუხებს ვერ მოგცემთ – ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს. ყველა საჩივარს გადავცემ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას“, – განაცხადა მან.

შეხვედრის დასასრულს, კომპანიის წარმომადგენლებმა მეწარმეებს მისცეს რეკომენდაცია, სიტუაციის საბოლოო გარკვევამდე დროებით არ გადაიხადონ წარდგენილი ქვითრები.

voda jaloba