2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სატრანზიტო დერეფანში გატარებული ტრაილერების რაოდენობა 2 262 ერთეულით შემცირდა, რის გამოც ბიუჯეტში შესული თანხა 791 882 ლარით იკლო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BusinessPressNews კონსოლიდირებული ბიუჯეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში, 2026 წლის იანვარ-თებერვალში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 23,707 მლნ ლარი შევიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 24,499 მლნ ლარს შეადგენდა.
შემცირებულია ტრაილერების რაოდენობაც: 2026 წლის პირველ ორ თვეში დერეფანი 67 736-მა სატვირთომ გადაკვეთა, გასული წლის იმავე პერიოდში კი — 69 998-მა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2025 წელს სატვირთოების გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 171 286 748 ლარი შეადგინა, საზღვარი კი საშუალოდ 489 390-მა სატვირთომ გადაკვეთა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზით სარგებლობის საფასური 350 ლარს შეადგენს. ეს ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს, მანამდე კი მძღოლები 200 ლარს იხდიდნენ.