Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა. BBC-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს აზიის ბირჟებზე ნავთობის ფასი 4%-ით გაიზარდა და ბარელზე 103.94 დოლარს მიაღწია.
23 მარტს Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გადადება გადაწყვიტა.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რაც ზრდის ფასების მომატების რისკს მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის მთელ მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით ერთი მეხუთედი სწორედ ჰორმუზის სრუტეზე გადის.