„ოცდათოთხმეტი წლის წინ, 1992 წლის 24 მარტს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებულ თანამშრომლობასა და პარტნიორობას“, — ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
როგორც საელჩო აღნიშნავს, აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში აღიარა, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების შემდეგი ეტაპი გახდა.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში აღიარა და ეს ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების შემდეგ ეტაპად იქცა. ამერიკელი ხალხისადმი მიმართვაში თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ეს ნიშნავდა თბილისში აშშ-ის საელჩოს უმოკლეს ვადებში გახსნას, ასევე საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მიმართულებით“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.