24 მარტს, 12:00 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ რეგიონული დირექტორი ახალქალაქელი და ნინოწმინდელი ბიზნესმენების კითხვებს უპასუხებს. შეხვედრა შეეხება წყალმომარაგებაზე დარიცხულ თანხებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
შეკრებაზე დასწრება შეუძლია ყველა მსურველს.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის ათობით ბიზნესმენი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან“ მიღებულ დარიცხვებს არალოგიკურად მიიჩნევს. დარიცხული თანხები რამდენიმე ათასიდან ათეულობით ათას ლარამდე მერყეობს. 2025 წლის ბოლოდან წყალმომარაგების კომპანიამ ახალქალაქში ბიზნეს-ობიექტების წყლის ხაზების შემოწმება და სისტემაზე უკანონო მიერთების შესახებ გაფრთხილებების გაცემა დაიწყო, ხოლო თებერვალ-მარტში კომპანიამ აბონენტებს დარიცხული წყლის ხარჯის ქვითრები გაუგზავნა.